ახალგაზრდების სოციალურ–ეკონომიკური უფლებების დაცვა და განხორციელება

სახელი: ახალგაზრდების სოციალურ – ეკონომიკური უფლებების დაცვა და განხორციელება

განხორციელების პერიოდი: 06.2009–01.2010

განხორციელების არეალი: იმერეთი, კახეთი

დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”, თელავსი განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,786 $

მიზანი: ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის შუალედური შედეგების კვლევა, შედეგების დამუშავება, დასკვნების მომზადება და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ცვლილებების პროცესის დაწყებაზე ორიენტირებული საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება ადვოკატირების პროცესისთვის

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შვილობილობიდან გამოსული ბავშვები, მცირე საოჯახო ტიპის სახლის მზრუნველობიდან გასული ახალგაზრდები, შვილობილობაში მყოფი ბავშვები და მათი მომვლელები, სოციალური მუშაკები, ბავშვთა აღმზრდელები მშვილობელი ოჯახებიდან, ბავშვთა აღმზრდელები მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან

ბენეფიციარები: 

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგ­უფი, გაიმართა ტრენინგ-სემ­ინარე­ბის ციკლი, კვლევის, ადვოკატი­რე­ბის და ასე­ვე ლობი­რე­ბის საკითხე­ბ­ზე
  2. განხორციელდა ბავშვთა კეთ­ილდღე­ობის რე­ფორმის მონიტორინგი და აღმოჩენილი ხარვე­ზე­ბის შეს­ახებ მომზადდა რეკომენდაციები
  3. ჩატარდა მცირე საოჯახო ტიპის სახლე­ბის კვლევა, თუ რამდენად წარმატ­ე­ბით დაინერგა და ხორციელ­დე­ბა საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროს მიერ შემ­უშავე­ბული სტა­ნდარტე­ბის სისტ­ემა
  4. ჩატარდა შვილობი­ლობის პროგრამის კვლევა და განისაზღვა პრობლემური საკითხე­ბი, რომელ­ზე დაყრდნობითაც მომზადდა დასკვნები და რეკ­ომენ­დაციე­ბი

 

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში განხორციელდა რეფორმის დეტალური მონიტორინგი და შემუშავებული პროგრამების სიღრმისეული კვლევა, რის საფუძველზეც მომზადდა რეკომენდაციები და დასკვნები. საქართველოს განათლებისა და მეც­ნიე­რე­ბის სამინისტროსთვის მომზადებული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს სახელმწიფო პოლიტიკის სწორად წარმართვასა და ეფექტიან განვითარებას. პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადვოკატირებას გაუწევს შესაბამისი პოზიტიური და ეფექტიანი ცვლილებების სახელმწიფო დონეზე ინიცირებას

 

Skip to content