მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის

სახელი: მოსახლეობის ფორუმი სამოქალაქო ჩართულობისათვის

განხორციელების პერიოდი: 2010

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები: ლატვია-საქართველოს თანამშრომლობის ფონდი

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:

მიზანი: მოსახლეობის ჯგუფების პიროვნული ინიციატივების, პასუხისმგებლობათა გადანაწილების და ორგანიზაციული უნარების გაძლიერების საშუალებით, ქუთაისის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება

ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები საზოგადოება

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეიქმნა ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტი
  2. დაინტერესებულ პირებთან გაიმართა  შეხვედრები და მათთან თანამშრომლობით განისაზღვრა ქალაქისთვის პრიორიტეტული სფეროები, რომლის ირგვლივაც იმუშავეს შემდგომში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა
  3. სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება
  4. გაიმართა დასუფთავების აქციები მდინარე ოღასკურასა და ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე
  5. ჩატარდა დასაქმებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ტრენინგ-კურსები ახალგაზრდებისათვის
  6. შეიქმნა ბიზნეს-ინკუბატორი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი პროდუქციის წარმოების განვითარებას

 

მიღწეული შედეგები: სამუშაო ჯგუფების მიერ გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ მომზადდა დასკვნები, რეკომენდაციები, საპროექტო წინადადებები და დაიგეგმა მათი განხორციელება

 

Skip to content