სახელი: ახალგაზრდები უკეთესი მმართველობის მშენებლობისთვის
განხორციელების პერიოდი: 04.2010-05.2011
განხორციელების არეალი: ქუთაისი
დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”
სრული ბიუჯეტი: 17,749 $
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 17,749 $
მიზანი: ახალგაზრდებში თავიანთი უფლებების და აქტიური მოქალაქეობის შესახებ ცოდნის და უნარ-ჩვევების ამაღლება, ახალგაზრდების აქტიურ თანამშრომლობაზე დაფუძნებული მდგრადი მოდელის დანერგვა, რომელიც რეგიონალურ დონეზე უზრუნველყოფს ახალგაზრდული საჭიროებების მუდმივ შესწავლას, მათზე დაყრდნობით ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს
სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირები და სხვა
ბენეფიციარები: ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდები
განხორციელებული აქტივობები:
მიღწეული შედეგები: გადამზადებული 50 ახალგაზრდის შემადგენლობით ჩამოყალიბდა სათათბირო, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო-სარეკომენდაციო დანიშნულება ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. სათათბირო აქტიურად იმუშავებს ახალგაზრდული საჭიროებების გამოვლენაზე, შესაბამისი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების მონიტორინგზე
© ყველა უფლება დაცულია 2025