ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების და სათემო ჩართულობის პროექტი

სახელი: ახალგაზრდების სამოქალაქო განათლების და სათემო ჩართულობის პროექტი

განხორციელების პერიოდი: 11.2010–06.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი

დონორები/პარტნიორები:

  1. World Vision – საქართველო
  2. World Vision – რუმინეთი
  3. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

 

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,225 $

მიზანი: საჯარო სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების და სათემო ჩართულობის გაზრდის გზით საქართველოსა და რუმინეთში მოქალაქეების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების დონის გაუმჯობესება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქუთაისის საჯარო სკოლები, სკოლის მოსწავლეები

ბენეფიციარები: ქუთაისის საჯარო სკოლების 220 მოსწავლე

 

განხორციელებული აქტივობები:

  1. პროექტის მონაწილე 220-მა ბენეფიციარმა გაიარა „მოქალაქის ხმისა და ქმედების“ (CitizenVoice&Action – CV&A) მეთოდოლოგიის გამოყენებით ორგანიზებული ტრენინგები ადამიანის უფლებების საკითხებზე
  2. ახალგაზრდული საბჭოების 20-მა წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში ორგანიზებულ სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკში
  3. ახალგაზრდული საბჭოების დირექტორები გაემგზავრნენ რუმინეთში და გაეცვნენ თავიანთი თანატოლების გამოცდილებას მოხალისეობის, ადვოკატირების კამპანიების და სათემო პროექტების განხორციელების კუთხით, შეხვდნენ რუმინეთის განათლების სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს

 

მიღწეული შედეგები: ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ორი ახალგაზრდული საბჭო, რომელიც, თავისი საქმიანობით, ხელს შეუწყობს მოქალაქეებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესებას

 

Skip to content