ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში (ANI)

სახელი: ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში

განხორციელების პერიოდი: 09.2011-02.2015

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  2. საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

 

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:  32,545 $

მიზანი: ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გზით დემოკრატიისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 16–დან 21 წლამდე ახალგაზრდები, კერძო, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: ქუთაისში და მის შემოგარენში მცხოვრები ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 29 ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტის წერის და მართვის, მოხალისეობის, სამოქალაქო ინტერესების დაცვის, ადამიანის უფლებების, ცხოვრების ჯასნაღი წესის, პროფესიული ორიენტაციის, დებატების ტექნიკის, საჯარო გამოსვლების, მასმედიასთნ ურთიერთობის, ქალთა უფლებებისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხებზე
  2. 42 თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგი ქუთაისის, ტყიბულისა და წყალტუბოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის
  3. 32 სადისკუსიო კლუბის შეხვედრა
  4. 17 სასწავლო ვიზიტი სამთავრობო, არასამთავრობო და ბიზნეს-ორგანიზაციებში
  5. 29 საინფორმაციო კამპანია გაეროს მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით
  6. 35 საქველმოქმედო და ეკო აქცია
  7. 7 თვინინგ-პროგრამა თელავის, ამრნეულის, დმანისის ახალგაზრდულ ცენტრებთან თანამშრომლობით
  8. გაეროს მოდელრიების 2 კონფერენცია
  9. კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსი ხანდაზმულთათვის
  10. 16–მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა მოხალისეთა გაცვლით პროგრამაში.14-მა აქტიური წევრმა მონაწილეობა მიიღო დაბა ბაკურიანში მოწყობილ საზაფხულო სკოლაში

 

მიღწეული შედეგები:

  1. შეიქმნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი
  2. 904–მა ახალგაზრდამ გაიარა ტრენინგი ტოლერანტობის, პროექტების წერისა და მართვის, სამოქალაქო ინტერესებისა და ადამიანის უფლებების დაცვის, მასმედიასთან ურთიერთობის, ქალთა უფლებების და გენდერული სტერეოტიპების თემაზე, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მათში სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაზე

Skip to content