ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის

სახელი: ახალგაზრდების ინფორმირებულობა საკუთარი აზრის გამოხატვისა და მოქმედებისათვის

განხორციელების პერიოდი: 05.2012–09.2013

განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი

დონორები/პარტნიორები: World Vision – საქართველო

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი:  45,700 $

მიზანი: სათემო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. თემის საჭიროებების და ინტერესების ადვოკატირება.

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა

ბენეფიციარები: ბაღდათის მუნიციპალიტეტის 8 თემის მაცხოვრებლები, ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ბაღდათის 8 თემის 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობდნენ სამოქალაქო ჩართულობისა და ადვოკატირების თემაზე ორგანიზებულ ტრენინგებში
  2. შეიქმნა ახალგაზრდული საბჭო, რომელშიც 28 მოსწავლე გაწევრდა
  3. მოეწყო 9 სასწავლო ვიზიტი იუსტიციის სახლში, შემოსავლების სამსახურში, მომსახურების სააგენტოში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, რადიო “ძველ ქალაქში”, რომელშიც 80 მოსწავლე მონაწილეობდა
  4. 841 მოსწავლის მონაწილეობით გაიმართა 32 ღონისძიება
  5. მოეწყო მასშტაბური საქველმოქმედო აქცია და თემში შეგროვილი პირველადი მოხმარების პროდუქტები და ტანისამოსი სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცა
  6. 250 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო მასშტაბური საყოველთაო დასუფთავების აქცია; დასუფთავდა ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ცენტრალური სკვერები
  7. 80 მოხალისის მონაწილეობით მოეწყო გამწვანების აქცია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 3 თემის ცენტრალურ უბნებში დაირგო 100 ძირი ფოთლოვანი და წიწვოვანი ხე
  8. 804 მოსწავლის დიაგნოსტირება მოხდა სქოლიოზზე ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში.

 

მიღწეული შედეგები:

ჩამოყალიბებული რეგიონული ახალგარზდული საბჭოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაფუძნდა ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ “ახალგაზრდები საქართველოსთვის”

 

Skip to content