სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის

სახელი: სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისათვის

განხორციელების პერიოდი: 02.2012-04.2012

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები: საქართველოს იუსტიციის სამინისტო

სრული ბიუჯეტი: 4,985 ₾

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: ‎4,985 ₾

მიზანი: საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, გაზარდოს მოსახლეობის ცნობიერების დონე არალეგალური მიგრაციის რისკების და ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: 15-დან 60 წლამდე მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, მედიასექტორი

ბენეფიციარ(ებ)ი: იმერეთის საჯარო სკოლის მე-9, 10, 11, 12 კლასის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები; უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები; მიზნობრივი რეგიონების/ქალაქების მოსახლეობა თემი (იმერეთი)

განხორციელებული აქტივობები:

  1. შეიქმნა მონაცემთა ბაზა საინფორმაციო საცნობარო მასალების შესახებ
  2. ჩატარდა 4 სხვადასხვა ტიპის კონკურსი, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა საუკეთესო ვიდეო რგოლი, ესსე, ბლოგი და ფოტო–ნამუშავარი
  3. მოეწყო 27 საინფორმაციო შეხვედრა ტრეფიკინგთან ბრძოლის თემაზე
  4. მომზადდა და გამოიცა 1000 ცალი ბუკლეტი და 100 პოსტერი, რომელიც გავრცელდა საჯარო სკოლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებაში

 

მიღწეული შედეგები: პროექტის შედეგად, არალეგალური მიგრაციის რისკებისა და ტრეფიკინგის პრევენციის შესახებ 942-მა ადამიანმა უშუალოდ საინფორმაციო შეხვედრების მეშვეობით, სხვა ასობით ადამიანმა კი ბეჭდური საინფორმაციო მასალების დახმარებით აიმაღლა ცნობიერება

 

Skip to content