ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ

სახელი: ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება – გზა ევროინტეგრაციისკენ

განხორციელების პერიოდი: 10.2012–08.2013

განხორციელების არეალი: ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი

დონორები/პარტნიორები: ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,954 $

მიზანი: საქართველოს ეროვნული პლატფორმის მუშაობაში რეგიონული ორგანიზაციების ჩართულობის გაზრდა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული ორგანიზაციები

ბენეფიციარები: სამოქალაქო საზოგადოება, რეგიონული ორგანიზაციები

განხორციელებული აქტივობები:

  1. საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე გაიმართა სადისკუსიო შეხვედრები
  2. მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემები
  3. ჩატარდა კონკურსი მედიის წარმომადგენლებისთვის
  4. გამოიცა საინფორმაციო ბროშურა საქართველოში ევროპული პლატფორმის მუშაობის და მასში გაწევრების პროცედურების შესახებ

 

მიღწეული შედეგები: პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა სადისკუსიო და ტრენინგ-შეხვედრები, ასევე მომზადდა სატელევიზიო და რადიოგადაცემები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ევროპული ინსტიტუტებისა და ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმაციის რეგიონულ დონეზე გავრცელებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას

 

Skip to content