ახალგაზრდული ფორუმი

სახელი: ახალგაზრდული ფორუმი

განხორციელების პერიოდი: 2013

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)
  2. “პროექტი ჰარმონია” – საქართველო (PH International)

 

მიზანი: მოსწავლეთა მიერ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან თანამშრომლობით პრობლემათა გადაჭრის გზების ძიება

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ადგილობრივი თვითმმართველობები, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები

ბენეფიციარები: ადგილობრივი თემის მცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა 3 ახალგაზრდული ფორუმი
  2. განხორციელდა 26 პროექტი
  3. მოსწავლეების ჩართულობით მოეწყო სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები
  4. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით სამოქალაქო კლუბის წევრებმა და სტუდენტებმა ერთობლივად განახორციელეს თამბაქოს წინააღმდეგ კამპანია, რომელშიც 100-მდე მოსწავლე და სტუდენტი მონაწილეობდა
  5. სამხარეო საპატრულო პოლიციასთან თანამშრომლობით მოეწყო მარათონი, რომელშიც სამტრედიის 10 საჯარო სკოლის 70 მოსწავლე მონაწილებოდა
  6. გაზეთ “წყალტუბოს” რედაქტორმა წყალტუბოს საჯარო სკოლების და სმოქალაქო კლუბების წერებისათვის მასტერკლასები ჩაატარა ჟურნალისტიკის საკითხებზე

 

მიღწეული შედეგები:

  1. ჭიათურის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შედეგად ჭიათურაში მოეწყო სამოქალაქო კლუბის სკვერი, სადაც იმართება საკლუბო ღონისძიებები
  2. გაზეთ P.S.-თან არსებულმა მომავალი თაობის წიგნიერების განვითარების ფონდმა 1029 ლარის ღირებულების 150 წიგნი უსასყიდლოდ გადასცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ მოსწავლეები

Skip to content