ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

სახელი: ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს

განხორციელების პერიოდი: 08.2013-04.2015

განხორციელების არეალი: იმერეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევრიკავშირი (EU)
  2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)

 

სრული ბიუჯეტი:

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 15,040 €

მიზანი: ქართველი მიგრანტების უფლებების დაცვა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა თურქეთსა და საბერძნეთში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ქართველი მიგრანტები

ბენეფიციარები: თურქეთ/საბერძნეთში დროებით ან მუდმივად მიგრირებული საქართველოს მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 44 პირი დარეგისტრირდა მიგრაციის საკითხებით დაინტერესებულ პირთა ბაზაში
  2. 40 პირს გაეწია კონსულტაცია რეინტეგრაციისა და დასაქმების სამართლებრივ საკითხებზე; 270 პირის მონაწილეობით ქუთაისსა და იმერეთის სოფლებში გაიმართა საინფორმაციო კამპანია “ქალი და მიგრაცია”, რომლის ფარგლებშიც მოეწყო ფილმის ჩვენება–დისკუსიები

 

მიღწეული შედეგები: პროექტის საშუალებით ბენეფიციარებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სამართლებრივი დახმარება და კონსულტაციები სხვადასხვა თემებზე. სოფლებში შეიქმნა საკონსულტაციო კუთხეები, სადაც სოფლის კონსულტანტები უზრუნველყოფენ ბენეფიციართა მიღებას, კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში, დახმარების მისაღებად შესაბამის სტრუქტურებში გადამისამართებას

 

Skip to content