თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის (EOPwD)

სახელი: თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

განხორციელების პერიოდი: 02.2018-01.2021

განხორციელების არეალი: დასავლეთ საქართველო

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი
  2. საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)
  3. ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)

 

სრული ბიუჯეტი: 23,582 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 23,582 $

მიზანი: დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფა, მათი უფლებების დაცვა და პოზიტიური ცნობადობის გაზრდა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ პირთა ორგანიზაციები (DPOs), სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლება

ბენეფიციარები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

განხორციელებული აქტივობები:

  1. ჩატარდა რეგიონალური სემინარი საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით
  2. შემუშავდა გზამკვლევი შშმ პირთა  უფლებებზე  და ხელმისაწვდომ სერვისებზე
  3. ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნა და დაინერგა საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში
  4. ჩატარდა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი საკონსულტაციო საბჭოს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით
  5. ჩატარდა ტრენინგი სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი საკონსულტაციო საბჭოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით
  6. 10 რეგიონიდან 200 ქალი დაესწრო ტრენინგს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომ სახელმწიფო სერვისებზე
  7. შეირჩა და დაფინანსდა 8 სოციალური საწარმო, რომელიც უზრუნველყო სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის
  8. ჩატარდა 2 ადვოკატირების სემინარი  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინკლუზიის თემაზე
  9. დაფინანსდა 5 PR ღონისძიება ადვოკატირების გეგმების განხორციელებისთვის
  10. მოეწყო 30 საჯარო დებატი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების განხორციელების მიზნით

 

მიღწეული შედეგები: შექმნილი და დანერგილია ახალი სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის’’ შეიქმნა და დაინერგა საქართველოს 3 მუნიციპალიტეტში

Skip to content