ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების პროექტი

სახელი: ქუთაისში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმების და თვითდასაქმების პროექტი

განხორციელების პერიოდი: 05.2010-02.2011

განხორციელების არეალი: ქუთაისი, წყალტუბო

დონორები/პარტნიორები: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი

სრული ბიუჯეტი: 6,996 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 6,996 $

მიზანი: მეწარმეთა მონაწილეობითი როლის ამაღლება აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესში

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: იძულებით გადაადგილებული 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო და კერძო სექტორი

ბენეფიციარები: იძულებით გადაადგილებული 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები: 17-დან 30 წლამდე 236–მა იძულებით გადაადგილებულმა პირმა აიმაღლა კვალიფიკაცია და განივითარა თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარები

მიღწეული შედეგები:

იმერეთის რეგიონში მოქმედმა 100-მა მეწარმემ ტრენინგ კურსების და კვალიფიციური კონსულტაციების საშუალებით აიმაღლა ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის გამჭვირვალე და ეფექტური სისტემების დანერგვის მეთოდებზე.

  1. 29 ახალგაზრდა დასაქმდა მუდმივ სამუშაოზე
  2. 7-მა ახალგაზრდამ წამოიწყო საკუთარი ბიზნესი
  3. შეიქმნა მეწარმეთა ქსელი, რომელიც ემსახურება ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავებას

Skip to content