სოციალური მეწარმეობა (SE)

სახელი: სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

განხორციელების პერიოდი: 2016–2018

განხორციელების არეალი: აჭარა, გურია, იმერეთი, სამეგრელო–ზემო სვანეთი, რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები:

  1. ევროკავშირი (EU)
  2. პური მსოფლიოსთვის (Brot für die Welt)
  3. საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  4. საქართველოს არბაიტერ–სამარიტერ–ბუნდი (ASB)
  5. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”

 

სრული ბიუჯეტი: 679,201 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 165,424 €

მიზანი: სოციალური და ეკოლოგიური მდგრადობისთვის  და დაუცველი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერა

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: სოციალური მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები, სამოქალაქო, ბიზნეს და სამთავრობო სექტორი

ბენეფიციარები: მოქმედი სოციალური საწარმოები

განხორციელებული აქტივობები:

  1. 3–ჯერ ჩატარდა კონკურსი “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად”
  2. 3–ჯერ ჩატარდა სოციალურ მეწარმეთა ყოველწლიური ფორუმი
  3. მოეწყო სოციალურ საწარმოთა პროდუქციის 6 გამოფენა–გაყიდვა
  4. 95–მა პოტენციურმა სოციალურმა მეწარმემ გაიარა ინტენსიური ტრენინგ–კურსი
  5. 20–მა მოქმედმა სოციალურმა საწარმომ მიიღო მათ საჭიროებებზე მორგებული, ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება

 

მიღწეული შედეგები:

  1. დაფუძნდა “სოციალურ საწარმოთა ალიანსი”
  2. შეიქმნა “სოციალურ საწარმოთა ალიანსის” ვებ–გვერდი
  3. გამოიცა სოციალური საწარმოების კატალოგი
  4. დაფინანსდა 14 სოციალური საწარმო
  5. გამოიცა სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო
  6. მომზადდა სახელმწიფოს მხრიდან სოციალური საწარმოების მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის დოკუმენტი
  7. სამთავრობო უწყებებისთვის მომზადდა რეკომენდაციები მხარდაჭერის მექანიზმების განვითარების შესახებ
  8. საერთაშორისო  ექსპერტების მონაწილეობის ჩატარდა კონფერენცია სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის შესაძლო მექანიზმების თემაზე
  9. პროექტის ასოცირებული პარტნიორის, მი–სო “კრისტალის მხარდაჭერით, სოციალური საწარმოებისთვის გაიზარდა მათზე მორგებული საკრედიტო პროდუქტების ხელმისაწვდომობა
  10. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის ქართულ ენაზე მომზადდა ინფორმაციული დოკუმენტები “Venture Philanthropy” და “Impact Invesment”–ის კონცეფცის შესახებ

Skip to content