ლიდერთა სკოლა

სახელი: ლიდერთა სკოლა

განხორციელების პერიოდი: მიმდინარე

განხორციელების არეალი: ქუთაისი

სამიზნე ჯგუფი: 16 – 22 წლის ახალგაზრდები

სკოლაში სწავლის ღირებულება: 600 ლარი (საშეღავათო ფასით ისარგებლებს და 550 ლარს გადაიხდის სკოლის ის მოსწავლე, რომელიც ერთიანად დაფარავს სწავლის საფასურს, ასევე EDEC- ის სხვა ფასიან პროგრამაში ჩართული პირი და სკოლაში ჩარიცხული ოჯახის წევრები)

მიზანი: მონაწილეები განავითარებენ  ეფექტური ლიდერობისთვის  აუცილებელ თვისებებს. გამოიმუშავებენ პრობლემების გადაჭრის უნარებს, ისწავლიან ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას, გამოწვევების იდენტიფიცირებას და მათ მოგვარებას.  დამოუკიდებლად მოახერხებენ გადაწყვეტილებების მიღებასა და წარდგენას, გაუზიარებენ ცოდნას მათ თანატოლებს, რათა დადებითი წვლილი შეიტანონ უკეთესი ქვეყნის მშენებლობის პროცესში და გახდნენ მოქალაქეები რომლებიც იცავენ თავიანთ და სხვის უფლებებს.

სკოლის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  1. სკოლის მონაწილეები გაეცნობიან ლიდერობის სხვადასხვა ტიპს და განიხილავენ მათ შორის არსებულ მსგავსებებსა და განსხვავებებს
  2. ისწავლიან პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობას
  3. მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფური დისკუსიებიში
  4. შეისწავლიან სათემო პროექტების შემუშავებს და მართვას
  5. მონაწილეები გაიღრმავებენ განსხვავებულობის, ინკლუზიურობის და თანასწორობის რწმენას და ხელს შეუწყობენ ამ ღირებულებების პოპულარიზაციას

Skip to content