სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)

 სახელი: „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“

განხორციელების პერიოდი: 01.2021-12.2023

განხორციელების არეალი: იმერეთი, გურია, რაჭა–ლეჩხუმი, აჭარა, შიდა ქართლი და კახეთი

დონორები/პარტნიორები:  

  1. ევროკავშირი (EU)
  2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო (EAARA)
  3. თელავის განათლების განვითარების და დასაქემბის ცენტრი (TEDEC)
  4. ფონდი „აფხაზინტერკონტი“ (AIC)
  5. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი (GYRC)

 

სრული ბიუჯეტი: 837,500 €

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 670,000 €

მიზანი: პროქტის მიზანია განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ფართოდ უწყობს ხელს დასაქმების შედეგების გაზრდას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები (ე.წ. NEET–ები), ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები, სიცოცხლის მანძილზე სწავლის მსურველი პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ბენეფიციარები: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები

მიღწეული შედეგები:

  1. დასაქმების ხელშემწყობი  ცენტრები  გაძლიერდა ბათუმში, ქუთაისსა და თელავში
  2. კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები  შეიქმნა ამბროლაურში, ოზურგეთსა და გორში
  3. კვალიფიკაცია აიმაღლა კერძო და სახელმწიფო დასაქმების ხელშემწყობი ცენტრების 43-მა კონსულტანტმა
  4. გაუმჯობესდა აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს შრომის ბაზრის ინფორმაციის მართვის სისტემა
  5. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრებში რეგისტრაცია გაიარა  3867 სამუშაოს მაძიებელმა და ისარგებლა მრავალჯერადი კონსულტაციებით
  6. თანამშრომლობა შედგა  1150 დამსაქმებელ კომპანიასთან
  7. პროფესიული განათლების პროგრამებში ჩერთო  737 სამუშაოს მაძიებელი
  8. საკვანძო კომპეტენციის ტრენინგები გაიარა 1939 სამუშაოს მაძიებელმა
  9. სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების და სტაჟირების პროგრამებბში ჩაერთო  567 სამუშაოს მაძიებელი
  10. დასაქმდა 887 სამუშაოს მაძიებელი
  11. მოეწყო 6 დასაქმების ფორუმი რომელშიც 217 – მა კომპანიამ 784 ვაკანსია და 2511 სამუშაო ადგილი წარმოადგინა. ფორუმების შედეგად ჯამში 103 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდა
  12. ტურიზმის და საზღვაო სფეროში შეიქმნა ახალი პროფესიული განათლების პროგრამები:
  • მარნის მასპინძელი – კოლეჯი „იბერია“, კოლეჯი „ერქვანი“
  • სამგზავრო გემის მიმტანი – ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
  • სერვისი და სერვირება – კოლეჯი „აისი“
  • კვების ობიექტის სერვისი და სერვირება – კოლეჯი „განთიადი“
  • ხარატ–შემდუღებელი – ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადებია
  • საოჯახო სასტუმროს მომსახურება – ჭიათურის მულტიდისციპლინური ცენტრი
  • შენობა-ნაგებობისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლისა და მართვის სამუშაოები – კოლეჯი „ახალი ტალღა“
  • ჩაის მასპინძელი – კოლეჯი „ჰორიზონტი“
  1. განახლდა   პროფესიული განათლების სასწავლო  რესურსები
  2. შეიქმნა „მარნის მასპინძლის“ სახელმძღვანელო
  3. 3 პროფესიული სასწავლებლის 17-მა პედაგოგმა აიმაღლა კვალიფიკაცია სწავლა სწავლების ტექნიკებსა და კონკრეტულ პროფესიულ მიმართულებაზე
  4. ჩატარდა ბიზნეს ფორუმი. ფორუმზე მოწვეულმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა იმსჯელეს   შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ლურჯი ეკონომიკის გაციფრულების საკითხებზე, ამ პროცესებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე,  გარემოს დაცვით საკითხებზე – წყლის დაბინძურებასა და ალტერნატიული რესურსების გამოყენების თემებზე

Skip to content