დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს

სახელი: დევნილთა უფლებების დაცვა COVID-19 კრიზისის დროს საქართველოში
კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების აქტივობის გაზრდა და სოციალურ–ეკონომიკური
შესაძლებლობების გაუმჯობესება COVID-19 კრიზისის დროს

განხორციელების პერიოდი: 12.2020-06.2021

განხორციელების არეალი: იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო–ზემო სვანეთი

დონორები/პარტნიორები:  გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)

სრული ბიუჯეტი: 14,220 $

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: 14,220 $

მიზანი: 

  1. ახალგაზრდების საჭიროებებზე რეაგირება და მათი ჩართულობის ხელშეწყობა COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხო აქტივობების განვითარებასა და განხორციელებაში
  2. საზღვრისპირა სოფლების მიმდებარედ მცხოვრები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალების მეწარმეული უნარების განვითარება

 

სამიზნე ჯგუფ(ებ)ი: ახალგაზრდა დევნილები, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები

ბენეფიციარები: 16–35 წლის ახალგაზრდა დევნილები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამეგრელო–ზემო–სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები და საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები

განხორციელებული აქტივობები:

  1. დაინერგა თანატოლთა განმანათლებლების პროგრამა COVID-19–თ გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც 30 ახალგაზრდას ჩაუტარდა ონლაინ ტრენინგები
  2. თანატოლგანმანათლებლების მიერ მიღებული ცოდნის გამოყენება და გაზიარება უზრუნველყოფილი იყო შემდეგი ღონისძიებებით: ა) თანატოლთა განათლება; ბ) კონკურსში „მშვიდობა და ადამიანთა უფლებები“ მონაწილეობა; გ) 3–4 სამოტივაციო შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან
  3. ჩატარდა მეწარმეული უნარების განვითარების ტრენინგი დუალური პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებული, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ქალებისთვის
  4. დუალური პროფესიული განათლების პროგრამების კურსდამთავრებულებს გადაეცათ სამუშაო ხელსაწყოები, მცირე ბიზნესის დაწყების და თვითდასაქმების წახალისების მიზნით

 

მიღწეული შედეგები:  

  1. 30 დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა ჩაერთო თანასწორ საგანამანათლებლო აქტივობებში
  2. 40–მა დევნილმა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულმა ახალგაზრდა ქალმა შეიძინა მეწარმეული უნარები

Skip to content