საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა კორონავირუსთან დაკავშირებული სავალდებულო დახურვის შემდეგ

სახელი: საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და
პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა კორონავირუსთან დაკავშირებული
სავალდებულო დახურვის შემდეგ

განხორციელების პერიოდი: 09.2020-08.2021

განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა, საგურამო

დონორები/პარტნიორები:  რენოვაბისი (გერმანიის კათოლიკეთა სოლიდარობის ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში)

სრული ბიუჯეტი: € 20,234

პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 20,234

მიზანი2020 წლის სექტემბრიდან საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოთხი დღის ცენტრის გახსნა და პანდემიამდე არსებული ყველა სერვისის უსაფრთხო გაგრძელება

სამიზნე ჯგუფ(ებ): დღის ცენტრები, დღის ცენტრების ბენეფიციარები, პოტენციური დონორები და მხარდამჭერები

ბენეფიციარები: დღის ცენტრის 73 ბენეფიციარი

განხორციელებული აქტივობები:

  1. დღის ცენტრების ოპერირება მაღალი ჰიგიენური სტანდარტების დაცვით;
  2. ზედაპირების რეგულარული დეზინფექცია;
  3. ბენეფიციარებისა და პერსონალის მიერ ხელის რეგულარული დეზინფექცია;
  4. სპეციალური საწმენდი საშუალებების გამოყენება შენობებში და გარეთ;
  5. პერსონალისა და ვიზიტორების მიერ ერთჯერადი ხელთათმანებისა და ნიღბების გამოყენება;
  6. დამატებითი დასუფთავებისთვის პერსონალის დაქირავება;
  7. ბენეფიციარების, პერსონალისა და ვიზიტორების ტემპერატურისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

მოსალოდნელი შედეგები:  

  1. ოთხი დღის ცენტრი ხელახლა გაიხსნა 2020 წლის სექტემბრიდან 12 თვის განმავლობაში;
  2. უზრუნველყოფილი იყო პანდემიამდე არსებული სერვისების უსაფრთხო გარემოში მიწოდება;
  3. პირველი სამი თვის განმავლობაში დღის ცენტრის ბენეფიციარების მინიმუმ 95%-ის დაბრუდა ან მოხდა ბენეფიციარების ახალი ბენეფიციარებით ჩანაცვლება საერთო რაოდენობის შესანარჩუნებლად;
  4. საზოგადოებაში შშმ პირების დღის ცენტრების შესახებ ცნობიერების და მხარდაჭერის გაზრდა სხვადასხვა აქტივობების მეშვეობით.

Skip to content