ნატა კაპატაძე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს 2019 წლიდან შემოუერთდა და იგი სოციალური მედიის და კომუნიკაციის კოორდინატორის პოზიციას იკავებდა. ამჟამად ნატა მოხალისეობის და ელექტრონული სწავლების ვებ-პლატფორმების ადმინისტრატორია. მის მოვალეობებში შედის ვებ–პლატფორმების გამართული ადმინისტრირება და განვითარება, ვებ-პლატფორმის ტესტირება, ტესტირების მიზნით ფოკუს ჯგუფების ორგანიზება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება, მოხალისეობის სატრენინგო მოდული და ინტერაქტიული მასალების შექმნა, პროექტის გუნდთან ერთად volunteer.ge-ს პოპულირიზაციის გეგმის მომზადება, ვებ-პლატფორმის პოპულიზაციის მიზნით პრეზენტაციების, ვორქშოპებისა და შეხვედრების ჩატარება სამიზნე აუდიტორიისათვის, ვებ-პლატფორმის სამომხმარებლო სახელმძღვანელოს შექმნა, ვებ-პლატფორებმის ყოველთვიური სტატისტიკის წარმოება, ანალიტიკის ხელსაწყოების მართვა (Google Analytics და სხვა), კონსულტაციების, შეხვედრებისა და ვორქშოფების ორგანიზება.
ნატამ სტაჟირება სხვადასხვა გამოცემაში გაიარა, მათ შორისაა ჟურნალი „ლიბერალი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
აკადემიური განათლება მან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიიღო და ჟურნალისტიკაში ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა. მუშაობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრში.
ნატას არაერთი პროფესიული ტრენიგ-სემინარი და სასწავლო კურსი აქვს გავლილი სოციალური მედია პლატფორმების მართვისა და ანალიზის, ციფრული მარკეტინგის, მარკეტინგული კომუნიკაციების და სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით.