PITA ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის მიერ სოფელ ვარციხეში გაიმართა თანატოლთა განათლების ტრენინგი თემაზე “ტოლერანტობა და მრავალფეროვნების მართვა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა განათლების დონის ამაღლება და ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება მრავლფეროვნების მართვის და მისი მნიშვნელობის, საზოგადოებისთვის მრავალფეროვნების დადები და უარყოფით მხარეების აუცილებლობის, ტოლერანტობის და სოციალური ინოვაციების თემებზე. ტრენინგის მუშაობას აკაკი საღინაძე უძღვებოდა.
ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).