თეონა პავლიაშვილი სტილისტის დუალური განათლების სასწავლო პროგრამის ერთ–ერთი წარმატებული კურსდამთავრებულია. დღეს ის ქალაქ გორში სილამაზის სალონში “Beauty Art” არის დასაქმებული.
“ამ პროგრამის შესახებ ახლობლისგან გავიგე და მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო, რადგან სტილისტის პროფესია ყოველთვის მომწონდა. სახლში ოჯახის წევრებს – ჩემს დებს, დედას, მეზობლებს ხშირად ვეხმარებოდი ხოლმე თმის დავარცხნაში და ეს საქმე კარგად გამომდიოდა. მომწონს შეჭრის და შეღებვის პროცესი, ქოლორისტიკა. მიხარია რომ რომ პროგრამის შედეგად აქ დავსაქმედი. ძალიან მეგობრული თანამშრომლები მყავს და გარემოც გამორჩეულად თბილია.”
თეონამ საყვარელი საქმიანობა პროფესიულ დონეზე შეისწავლა რაშიც მას პროგრამის თეორიული და პრაქტიკული მოდული და განსაკუთრებით კი სტაჟირების ეტაპი ძალიან დაეხმარა. დღეს უკვე კონპეტენტურ რჩევებს გვაძლევს და გვიხსნის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოწესრიგებული თმა ქალის გარეგნობაში.
დუალური პროფესიული განათლების სასწავლო პროგრამები, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად, პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის – ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.