პროექტის “ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩები” ფარგლებში გადამზადებულმა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ქრისტინე მახარაძემ და ანა ენუქიძე სოფელ ფარცხანაყანევის #1 და გეგუთის #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედა თემაზე: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და კოვიდ ინფექცია. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ზემოთ აღნიშნულ თემებზე.
“ჯანმრთელობის ახალგაზრდა ელჩები” გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება.
საინფორმაციო შეხვედრა ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).