თანასწორგანმანათლებელთა 21 დღიანი ონლაინ ტრენინგ–კურსის მეორე ეტაპი განხორციელდა

პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა Covid-19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში, თანასწორგანმანათლებელთა 21 დღიანი ონლაინ ტრენინგ–კურსის მეორე ეტაპი განხორციელდა, რომელიც გულისხმობდა 4 დღიანი ონლაინ ტრენინგის ჩატარებას თემაზე: „ტოლერანტობა, მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება“.
ტრენინგები მოწვეულმა ტრენერებმა ელიკო ბენდელიანმა და ნინი კობახიძემ ჩაატარეს.
ტრენინგების შედეგად მონაწილეებმა:
  • გაიცნეს კონფლიქტის არსი, მისი ფაზებს, დინამიკა და მართვის მეთოდები. შედეგად ისინი შეძლებენ გააანალიზონ კონფლიქტის კონტექსტი;
  • მიიღეს ცოდნა და ინფორმაციის მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის საკითებზე; მშვიდობის მშენებლობის, სათემო მშვიდობის მშენებლობისა და მშვიდობის კულტურის შესახებ; ქვეყანაში სამშვიდობო კუთხით მიმდინარე პროცესების, ძალისხმევისა და ახლაგაზრდული პროექტების შესახებ; იდენტობის, სტერეოტიპების, დისკრიმინაციის, მიმღებლობისა და ჩართულობის შესახებ;
  • მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნობიერებინათ ტოლერანტობისა და კონფლიქტის არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის მნიშვნელობა და მიეღოთ პრაქტიკული ცოდნა და უნარები სათემო, სამშვიდობო იდეების ინიცირებისა და განხორციელების შესახებ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ კოვიდ – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content