„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის მონაწილემ შიდა ქართლის რეგიონიდან ხატია ხაბაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ. კეხიჯვარის საჯარო სკოლაში 2 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა თემებზე ადამიანის და ბავშვთა უფლებები და მშვიდობის მშენებლობა, მრავალფეროვნება, ტოლერანტობა.
საინფორმაციო შეხვედრები, რომელსაც კეხიჯვრის საჯარო სკოლის მე–9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ, კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები იყვნენ ტრენინგში. მათ განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს ძალადობის საკითხების მიმართ. გაიმართა მოკლე ფილმის ჩვენება და დისკუსია კიბერბულინგთან დაკავშირებით.
პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.