ტენდერი – სასტუმროს/საკონფერენციო მომსახურებაზე

ტენდერი გამოცხადებულია “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის” პროექტის “სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

წინადადების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები:

შემსყიდველი ორგანიზაცია: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
წინადადების მიღების დაწყების თარიღი: 07.05.2021
წინადადების მიღების დასრულების თარიღი: 13.05.2021
წინადადების განხილვის ბოლო ვადა: 19.05.2021
ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადა: 01.07.2021
მომსახურების დასრულების ბოლო ვადა: 27.07.2021

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია სასტუმროს შერჩევა, ტრენინგის ორგანიზების, მონაწილეთა ღამისთევის და კვების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

ტრენინგები ჩატარდება დასაქმების კონსულტანტების შესაძლებლობათა განვითარების თემაზე, პროექტის “სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)” ფარგლებში შექმნილი კარიერული კონსულტაციისა და დასაქმების სერვის ცენტრების, სსიპ აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოსა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს კონსულტანტებისთვის.

ტექნიკური დავალება:

➤ 22 ივლისიდან – 26 ივლისის ჩათვლით, ტრენინგის 50 მონაწილის ინდივიდუალურ ნომრებში განთავსებით, ღამისთევით (5 ღამე) და კვებით (სამჯერადი კვება, ყავის შესვენება) უზრუნველყოფა.
➤ 23 ივლისიდან – 26 ივლისის ჩათვლით (4 დღე), ტრენინგის ორგანიზებისათვის 2 საკონფერენციო დარბაზის (თითოეულში 25 პირის განთავსება) გამოყოფა. სატრენინგო სივრცეებში განთავსებული უნდა იყოს: მაგიდები, სკამები, წყალი, ბლოკნოტი, საწერი კალამი, ფლიპჩარტის ქაღალდი, მარკერი, თეთრი დაფა, პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ლეპტოპი, WI-FI. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობისათვის შესაბამისი სივრცე.
➤ 23 ივლისიდან – 27 ივლისის ჩათვლით მონაწილეები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ:

– 22 ივლისი – დაბინავება, ვახშამი
– 23 ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
– 24 ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
– 25 ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
– 26 ივლისი – საუზმე, სადილი, ვახშამი, 2 ყავის შესვენება
– 27 ივლისი – საუზმე, გამგზავრება.

➤ მომსახურების მიწოდების ყველა ეტაპზე, მომსახურების დროისათვის ქვეყანაში Covid-19-ის პრევენციისათვის განსაზღვრული წესების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

➤ მომსახურების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს მომსახურების დროისთვის ქვეყანაში კოვიდ-19 პრევენციისთვის არსებული რეგულაციების სრული დაცვით;
➤ მომსახურების გაწევის სავარაუდო ადგილი: სასტუმრო შეიძლება მდებარეობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქ. თბილისის გარდა;
➤ სასტუმროს უნდა შეეძლოს მაღალი ხარისხის მომსახურება;
➤ სასტუმროს უნდა ჰქონდეს მაღალი დონის კონდიცირებული საკონფერენციო დარბაზები და სასტუმროს ნომრები (ინდივიდუალური სველი წერტილი თითოეულ ნომერს, ცივი და ცხელი წყალი, გათბობა კონდიცირების სისტემა);
➤ სასტუმროში უნდა იყოს არანაკლებ 2 საკონფერენციო დარბაზი 23-30 მსმენელზე. დაუშვებელია სხვა დამხმარე ფართის საკონფერენციო დარბაზად გამოყენება;
➤ სასტუმროში მონაწილეების დაბინავების, კვების და ტრენინგების ორგანიზების მომსახურება გაწეულ უნდა იქნეს ერთი სასტუმროს მიერ, ერთ შენობაში;
➤ საკონფერენციო დარბაზები უნდა იყოს იზოლირებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. საკონფერენციო დარბაზებს უნდა ჰქონდეს დღის ბუნებრივი განათება (უფანჯრო ოთახები არ განიხილება) და უნდა ნიავდებოდეს;
➤ საკონფერენციო დარბაზი არ უნდა იყოს განთავსებული სარდაფის ან ნახევრად სარდაფის ტიპის ფართში;
➤ სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე უნდა იყოს უფასო ინტერნეტი (WI-FI);
➤ სასტუმროში უნდა ფუნქციონირებდეს ლიფტი;
➤ ტრენინგების მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ დღის განმავლობაში საუზმით, სადილით, ვახშმით და ყავის შესვენებით (ორჯერ). საუზმე, სადილი და ვახშამი უნდა იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ძირითადად ცივ და ცხელ კერძებს, სალათებს, დესერტს და უალკოჰოლო სასმელებს;
➤ სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებში მონაწილე, ერთდროულად 50 სტუმრის ინდივიდუალურ ნომრებში განთავსება და მომსახურება;
➤ შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. გასაწევი მომსახურების დაზუსტებული რაოდენობა და დრო მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების გაწევამდე 10 კალენდარული დღით ადრე. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ დაგეგმილი ტრენინგების ჩატარების თარიღები შეიცვლება, აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს შემსყიდველი შეატყობინებს დაგეგმილი ტრენინგების სავარაუდო განხორციელების თარიღამდე 5 დღით ადრე და შეათანხმებს ახალ თარიღს, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს;
➤ დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე 5 დღით ადრე შემსყიდველი სასტუმროს გადასცემს დღის წესრიგს და მონაწილეთა სიას, ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგების მიზნით.

მომსახურების გაწევის პერიოდი: 2021 წლის 22-27 ივლისი.

ანგარიშსწორების პირობები: ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში (ლარი), ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ინფორმაცია ტენდერის მონაწილისთვის:

➤  შეთავაზება წარმოდგენილ უნდა იყოს ელექტრონულად, ქართულ ენაზე.
➤  შეთავაზება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

– პრეტენდენტის სახელწოდება;
– პრეტენდენტის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი;
– ს/კ;
– პასუხისმგებელი (საკონტაქტო) პირის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი;
– ინფორმაცია (პრეზენტაცია, ფოტო მასალა) სერვისის შესახებ;
– მომსახურების შესაბამისი დეტალური ხარჯთაღრიცხვა (შემოთავაზება წარმოდგენილ უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი). საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესასრულებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. შემოთავაზებული ფასი არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს).
– ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (უახლოესი თარიღით განახლებული).

პრეტენდენტს შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი. შემსყიდველი ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ იმ პრეტენდენტს, რომელიც დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს.

განაცხადი მიიღება ელექტრონულად, 2021 წლის 7 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: [email protected] (სათაურში მიუთითეთ “სასტუმროს მომსახურება”).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი განმარტების მიღება შესაძლებელია მისამართზე: ქუთაისი, პ. ინგოროყვას 64.

საკონტაქტო პირი: დიმა შარაშენიძე
ტელეფონი: 0431251330; 599600998
ელ-ფოსტა: [email protected]

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content