„დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ პროექტის მონაწილემ ნია დოლიაშვილმა შიდა ქართლში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში გამართა ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე როგორიცაა ოჯახში ძალადობა, პრევენცია და არაძალადობრივი რეაგირება და ვირუსის პრევენცია სასწავლო დაწესებულებებში.
პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.