17-23 მაისი გაეროს საგზაო უსაფრთხოების მე-6 გლობალური კვირეულია, გზავნილით #ქუჩებისიცოცხლისთვის, რომელიც გზებზე სიჩქარის შემცირებას გულისხმობს. გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული 100_ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის “ჯადოსნური სამყარო” ბენეფიციარები შეუერთდნენ კვირეულს, ისაუბრეს გზებზე სიჩქარის ლიმიტის დაცვის აუცილებლობაზე და გააკეთეს პოსტერი, რომლითაც მოუწოდებენ ადამიანებს, რომ “გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს გზებზე!”