თანასწორგანმანათლებელთა ტრენინგ–კურსის მონაწილემ ჟანა გვარამაძემ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. შეხვედრები ჩატარდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა, მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტები და მათი მოგვარების გზები.
შეხვედრები პროექტის „დევნილთა უფლებების დაცვა COVID – 19 კრიზისის დროს საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით ახორციელებს.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდებს ჩაერთონ COVID – 19 პანდემიის შედეგად თავიანთ თემში შექმნილი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრაში.