დასახელება: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პედაგოგი
მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
გამოქვეყნდა: 31 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
“განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პედაგოგის პოზიციაზე.
“ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი” ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. დღის ცენტრის მიზანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს, მათი ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ბენეფიციარებთან მუშაობას ორი პედაგოგი, ორი პედაგოგის ასისტენტი, ფსიქოლოგი, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი წარმართავენ. პედაგოგი პასუხისმგებელია ბენეფიციართა ფსიქიკური, გონებრივი განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, პედაგოგის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
➤ ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
➤ მათი ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
➤ ბენეფიციართა მდგომარეობის მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
➤ თითოულ ბენეფიციართან მიმართებაში ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა, ბენეფიციარების შეფასება;
➤ ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
➤ ინდივიდუალური, ან ჯგუფური საკორექციო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
➤ ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციების წარმოება.
სავალდებულო უნარ-ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
➤ უმაღლესი განათლება, სასურველია პედაგოგიკასა, ან დაწყებით განათლებაში;
➤ სასურველია მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება/პირდაპირი შეხება (ტიპური ან ატიპური განვითარების ბავშვებთან);
➤ პედაგოგიკის მაღალ დონეზე ცოდნა;
➤ ქართული ენის სრულყოფილად ფლობა;
➤ კომუნიკაციის და ურთიერთობათა განვითარების უნარ-ჩვევები;
➤ პუნქტუალურობა და საქმისადმი პასუხისმგებლობა
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 ბავშვთა სფეროში მომუშავე პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ. ფოსტაზე: [email protected]. “თემაში” მიუთითეთ “პედაგოგის ვაკანსია”.
საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე – საკონტაქტო ტელ: 598 45 45 63/0431 25 13 30;
საბუთების მიღება წარმოებს 2021 წლის 13 ივნისის ჩათვლით 24:00 საათამდე.