აჭარაში დუალური სწავლების გერმანული მოდელის შესახებ ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

8–10 დეკემბერს, აჭარაში, პროექტის „ჩემი სახლის მმართველი–შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი 4)“ ფარგლებში, დუალური სწავლების გერმანული მოდელის შესახებ, ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი მიზნად ისახავდა აჭარაში არსებული პროფესიული კოლეჯების წარმომადგენელთათვის დუალური პროგრამების დანერგვისა და განხორცილელების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლებას.

ტრენინგს, რომელსაც ჰანზა–პარლამენტის (მცირე და საშუალო საწარმოთა ქსელის) წარმომადგენლები  დონ იუგენ ჰოგეფორსტერი და კრისტიან უაილდტი უძღვებოდნენ, აჭარის პროფესიული კოლეჯების „ახალი ტალღა“ და „ბლექ სი“, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს, სავაჭრო–სამეწარმეო პალატის, ადგილობრივი თვითმმართველობის და დამსაქმებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. 3-დღიანი ტრენინგი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართა.

ტრენინგზე განხილული იყო თემები: დუალური პროფესიული განათლება და სწავლების სისტემა, დუალური პროგრამის სასწავლო გეგმის სტრუქტურა, თანამშრომლობა დუალური პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სფეროში, შრომის ბაზრის საჭიროებები და პროფესიულ სასწავლებლებთან კონსულტაცია დუალური პროფესიული სწავლების საკითხებზე, შუალედური და დასკვნითი გამოცდები, მცირე და საშუალო ბიზნესის დაინტერესება დუალური პროფესიული სწავლების სისტემით, ტრენინგისა და თანამშრომლობის განხორციელება კომპანიებთან, პედაგოგიკა და სოციალური დიალოგი პროფესიულ სწავლებაში.

თითოეული თემის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. ტრენენრებმა მონაწილეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

ჰანზა–პარლამენტის მხარდაჭერით დაგეგმილია პარტნიორ კოლეჯებში დუალური პროფესიული სწავლების განვითარება.

პროექტი„ჩემი სახლის მმართველი– შესაძლებლობები ნდობის მშენებლობისთვის (ჰაუსმასტერი4)“ ხორციელდება „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“(EDEC) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი„აფხაზეთის“ (CHCA) მიერ გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტი მიზნად ისახავს ტექნიკური მომსახურების სფეროში ახალი სერვისებისა და ე.წ. „ჰაუსმასტერის“ პროფესიის დანერგვას საქართველოში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content