დეკემბერი ყველაზე სასიამოვნო თვეა დღის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. ამ დროს, დღის ცენტრებში დიდი საახალწლო სამზადისია, სადღესასწაულოდ რთავენ თავიანთ სამუშაო გარემოს და თოვლის პაპას წერილებს წერენ იმ იმედით, რომ მათი წერილები აუცილებლად იპოვიან ადრესატს და სურვილები აუსრულდებათ.
წელსაც, ტრადიციულად, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების 83 ბენეფიციარის სურვილების ასრულებაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციებმა იზრუნეს.
უკვე ყველა წერილის ავტორმა მიიღო სასურველი საჩუქარი და ჩვენ ერთად შევძელით მათთვის საახალწლო განწყობის შექმნა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდი უღრმეს მადლობას უხდის კომპანიებს: Chita, ავერსი, გრაფიკსი, ზედაზენი, ბარამბო, ფრესკო თანამშრომლობისთვის.