დღეს ქუთაისში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ევროკავშირის წარმომადგენლობაში შრომის ბაზრის, მიგრაციის და გენდერის მიმართულებით ატაშე, პროგრამის მენეჯერი ოურატე იუოდსნუკიტე ეწვია.
შედგა შეხვედრა სადაც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “ისწავლე დასაქმებისთვის” ფარგლებში, მიღწეული შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებელი კომპანიების, პროფესიული კოლეჯის და ბიზნესის განვითარების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ტურიზმის განივთარების საკითხებს. გაიმართა დისკუსია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, საზოგადოებრივი კოლეჯთან „იბერია“ და საწარმოსათან „ბაიას ღვინო“. შეხვედრის მეორე ნაწილი კი შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიას დაეთმო. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა კომაპნიებმა და ორგანიზაციებმა: „საირმე“, „კრისტალი“, „ექსტრამითი“, „იმერი“, „თავთუხი“, „შემფუთველთა კლასტერი“, „სავაჭრო სამრეწველო პალატა“, „ბიზნეს ინკუბატორი“, „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, „მეწარმე ქალთა ფონდი“.
პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდ „აფხაზინტერკონტი“-სა (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება, მიზანად ისახავს განათლებადან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას, სოციალურ ინტეგრაციას და სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ექვს რეგიონში ფუნქციონირებს დასაქმების ცენტრი, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს კარიერული განვითარების და დასაქმების სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული სერვისებით პროექტის დაწყებიდან დღემდე 2000–ზე მეტმა ადამიანმა უკვე ისარგებლა.