2022 წლის 14 აპრილს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ და სამუშაოს მაძიებელ პირებთან. შეხვედრას უძღვებოდა სამშენებლო კოლეჯ კონსტრუქტ2-ის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი მარიამ სხილაძე, რომელმაც შეხვედრის დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნული კოლეჯის, მისი პარტნიორების და მიმდინარე პროგრამების შესახებ. შეხვედრაზე მიმოიხილეს კონსტრუქტ2-ის პროფესიული მომზადების 11 პროგრამა სამშენებლო მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები-„შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები “, „თაბაშირ–მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი“, „კომპიუტერული ქსელი და სისტემები”-როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული სასწავლო გეგმით.
შეხვედრის დამსწრეებს გააცნეს აღნიშნულ პროგრამებზე მიღების და რეგისტრაციის პროცედურები, კოლეჯის შიდა ინფრასტრუქტურა, კეთილმოწყობილი საერთო საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობა, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა და დასაქმების პერსპექტივები.