10 მაისს, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა (EDEC) თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან ერთად, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. თანამშრომლობის საგანი მოიცავს: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას; საბჭოს თანამშრომლობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას. მხარეები აწარმოებენ შეთანხმებულ პოლიტიკას ერთობლივი პროექტების მომზადების, განხორციელებისა და აუცილებელი რესურსების მოზიდვის მიზნით.
მემორანდუმის ბოლოს მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გასაუბრებოდნენ საბჭოს წევრ ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.
მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.