2022 წლის 24 მაისს, გურიაში, ევროკავშირის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) გამგეობის თავმჯდომარემ ლიკა კილაძემ პროექტის ,,ისწავლე დასაქმებისთვის’’ მიმდინარე შედეგების პრეზენტაცია გამართა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული მიღწევების შესახებ ისაუბრა.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ვიზიტით გურიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ელჩი ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ იგი დაესწრო EU’s Skills4Jobs პროგრამის ოთხი პროექტის პრეზენტაციას, სადაც განხილული იყო პროგრამით განსაზღვრული საქმიანობის მიმდინარე შედეგები, რომლებიც დასაქმების შესაძლებლობების შექმნას და ახალგაზრდების განვითარებას ისახავს მიზნად.
შეხვედრის ბოლოს, კარლ ჰარცერმა პროექტების ხელმძღვანელებს და შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგებისთვის.