ელადა კვირკველია

სოციალური მედიის და კომუნიკაციის კოორდინატორი

ელადა კვირკველია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გუნდს 2020 წელს შემოუერთდა. ის ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამის „მომავლის თაობა“ რეგიონალური კოორდინატორი იყო იმერეთში. 2021 წლის ივლისიდან ელადა ორგანიზაციაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტში „ESCape- დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“ დასაქმების კონსულტანტის პოზიცია ეკავა.
ამჟამად ელადა სოციალური მედიის და კომუნიკაციის კოორდინატორია. მისი პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის სოციალური მედიის პლატფორმების – Facebook, Linkedin, Youtube, Instagram, Twitter, Web ადმინისტრირება. ვიზუალური და ციფრული მასალების მომზადება და დამუშავება, სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება და ანალიზი.
ელადას დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტი – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს.

Skip to content