პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში დაფუძნებული ახალგაზრდული საბჭოების გაძლიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიზნით განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ასოციაცია „საზოგადოება ბილიკის“ თავმჯდომარემ მარიამ მღებრიშვილმა და ახალგაზრდული საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი ტალახაძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი შეეხება გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოს გაძლიერებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ახალგაზრდულ საკითხებზე თანამშრომლობის გაზრდასა და ადგილობრივ ახალგაზრდებთან კომუნიკაციისთვის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავებასა და დანერგვას.
ღონისძიების ბოლოს მხარეებს შესაძლებლობა ქონდათ გასაუბრებოდნენ საბჭოს წევრ ახალგაზრდებს, მოესმინათ მათი მოლოდინები და საჭიროებები, გაცნობოდნენ პროექტის მიზნებს და საბჭოს გაძლიერებისთვის დაგეგმილ აქტივობებს.
მემორანდუმი განხორციელდა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში.