“ნუ შეგეშინდებათ შეეჭიდოთ ახალ გამოწვევებს, იმუშავეთ საკუთარ თავზე, სწორედ ეს ხდის ცხოვრებას საინტერესოს.”
ნინო სუხიაშვილი ამჟამად სასტუმროში „ბახმაროს პიონერები’’ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.
“სოციოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ მაგრამ მუდმივად ვცდილობ ახალ გამოწვევებს შევეჭიდო. საზოგადოებასთან ურთიერთობა ის სფეროა სადაც მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა. სოციალურ მედიაში შემთხვევით ჩემი მეგობრის წარმატებული დასაქმების ისტორიის შესახებ წავიკითხე და მისი რეკომენდაციით დასაქმების ცენტრს მივმართე. დასაქმების კონსულტანტებს ჩემი ინტერესების შესახებ მოვუყევი. მათ ეკოპოლიგრაფ გურიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის სამთვიანი სტაჟირება შემომთავაზეს. სიხარულით დავთანხმდი. ეს სამი თვე ჩემთვის აღმოჩენების, საკუთარი თავში რწმენის ჩასახვის და მომავალი მიზნების დასახვის პერიოდი იყო. სტაჟირების შემდეგ დასაქმების კონსულტანტებმა მალევე გადამამისამართეს სასტუმროში ,,ბახმაროს პიონერები’’, სადაც წარმატებით გავიარე გასაუბრება და მენეჯერის პოზიციაზე დავსაქმდი. ახლა უკვე ვიცი რომ შემიძლია ნებისმიერ რამეს შევეჭიდო და არ შემეშინდეს.”