ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი

ვაკანსიის დასახელება: ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. დიმი

მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 27 ივლისი

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა:   2022  წლის 14 აგვისტო

სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა  წარმოადგენს.

პედაგოგის ასისტენტი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.

ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის პედაგოგის ასისტენტრი შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

 

ძირითადი მოვალეობები:

  • ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი;
  • ბენეფიციართა ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისა და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახული ამოცანების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • პედაგოგის დახმარება ინდივიდუალური და ჯგუფური ღონისძიებების ორგანიზების პროცესში;
  • ბენეფიციართა დახმარება კვების პროცესში;
  • ბენეფიციართა პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა;
  • ცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
  • ბენეფიციართა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობა;

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • უმაღლესი/ან პროფესიული განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (მედიცინა, პედაგოგიკა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • კეთილსინდისიერება;
  • შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია),  სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2  პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: [email protected]   „თემაში“ მიუთითეთ პედაგოგის ასისტენტის ვაკანსია.

საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე საკონტაქტო ტელ: 0431 251333; 598 45 45 63

განაცხადების მიღება წარმოებს 2022  წლის 14 აგვისტოს ჩათვლით 24:00 საათამდე.

 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content