წარმატების ისტორია რაჭიდან

ია ალიბეგაშვილი ამჟამად საწარმოში ,,ედენა’’ თექის ოსტატის პოზიციაზე მუშაობს.

,,ისწავლეთ ბარიერების გადალახვა, მიზნების დასახვა. მე ეს შევძელი, შეძლებთ თქვენც’’

37 წლის ვარ. ეს არის ასაკი, როცა  საკუთარ თავს მთავარ კითხვებს უსვამ. პასუხები კი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებიან.  სამუშაოს დაწყებამდე ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი  და მოსაწყენი  იყო. მუდმივად  მიწევდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან  ბრძოლა. ეს იმდენად დიდ დროს მოითხოვდა, ვფიქრობდი სამსახურს ფიზიკურად ვეღარ შევძლებდი. ჩემს ცხოვრებაში დადგა მომენტი, როცა გავაანალიზე რომ, დანებება მარტივია, მიზეზების მოძებნაც,  ძლიერი მაშინ ხარ, როცა მოქმედებ და ბოლომდე იბრძვი.

მიუხედავად ამდენი გამოწვევისა, სამუშაოს ძიება მაინც დავიწყე. ასე გაჩნდა შესაძლებლობა დასაქმების ცენტრისთვის მიმემართა  და ჩემი ამბავი გამეზიარებინა. მათი დახმარებით შევძელი ,,სახელოსნო ედენაში’’ პროფესიონალურ დონეზე შემესწავლა თექაზე, ბატიკაზე მუშაობა და ქსოვა. სტაჟირების  შემდგომ საწარმოში დასაქმების შედეგიც დადგა.

რეწვის სახელოსნო ,,ედენა’’ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. საქმე კი შემოქმედებით იმპულსად იქცა.  განცდილ სევდასა თუ  სიხარულს, თექაზე შესრულებულ ნამუშევრებში ვაქსოვ.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content