ვაკანსია – საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი

ვაკანსიის დასახელება:  საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი

მომწოდებელი: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

გამოქვეყნების თარიღი2022 წლის 29 აგვისტო

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 19 სექტემბერი

 

ძირითადი მოვალეობები:

  • საგანმანათლებლო მიმართულებით, ორგანიზაციის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებაში მონაწილეობა, მოკლე და გრძელვადიანი გეგმების და ბიუჯეტის შემუშავება და მათი განხორციელების პროცესის მართვა;
  • ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროგრამების, პროფესიული, საგანმანათლებლო ტურების, ბანაკების და სხვა საგანმანათლებლო–შემეცნებითი ღონისძიებების განვითარება სფეროში არსებული მოთხოვნების და ტენდენციების გათვალისწინებით. განვითარების პროცესი მოიცავს: ბაზრის კვლევის დაგეგმვა–ორგანიზებას, კურიკულუმების შედგენის პროცესის კოორდინაციას, ტრენერების შერჩევას, დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას და ჩართვას, პოტენციურ მსმენელთა მობილიზებას, საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებასთან დაკავშირებული  სხვა საკითხების მართვას;
  • ორგანიზაციის მიერ განვითარებული საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციის/აკრედიტაციის მოპოვების პროცესის მართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამისათვის/პროექტებისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის მომზადების (ანგარიშები, ხელშეკრულებები, სტატისტიკური ინფორმაცია, მონაცემთა ბაზები, შემუშავებული მასალები და სხვა), აღრიცხვის, დახარისხების, დაარქივების პროცესის მართვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის მექნიზმების შემუშავება, მათ შორის: პროგრამის შეფასების დოკუმენტებების შექმნა და დანერგვა, მსმენელთა და ტრენერთა უკუკავშირის მიღება–დამუშავების სისტემის განვითარება, ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა/კორექტირება, პერიოდული განახლება და სხვა.
  • პროგრამის ადამიანური რესურსების განვითარების გეგმის მომზადება და მართვა (მათ შორის არსებული ტრენერების შეფასება, ახალი ტრენერების/ექსპერტების მოზიდვა და სხვა);
  • ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და განათლების ექსპერტებთან კავშირების დამყარება, მუდმივი კომუნიკაცია, პარტნიორული და ქსელური მუშაობის განვითარება;
  • საპროექტო წინადადებების მომზადების პროცესში მონაწილეობა, პოტენციურ პარტნიორებთან და დონორებთან კომუნიკაცია;
  • საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის გეგმების განვითარებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • არანაკლებ მაგისტრის ხარისხი შესაბამისი მიმართულებით (დოქტორის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად).
  • თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის, ხარისხის უზრუნველყოფის ევროვნული სტანდარტების და კანონმდებლობის ცოდნა. განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • საგანმანათლებლო და შრომით ბაზარზე არსებული თანამედროვე გამოწვევების ცოდნა
  • კვლევითი საქმიანობის, ტრენინგების ორგანიზების და/ან ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარჩვევები:

  • ქართულ და ინგლისური ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარები
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარები
  • მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები

წარმოსადგენი დოკუმეტაცია:

  • ავტობიოგრაფია (CV) ორი რეკომენდატორის მითითებით;
  • სამოტივაციო წერილი, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი  საგანმანათლებლო პროგრამის მენეჯერის სამუშაო მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხედვა და აპლიკანტის სათანადო ცოდნა და უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: [email protected] „თემაში“ მიუნიშნეთ „საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი“ ვაკანსია. საბუთები იღება 2022 წლის 29 აგვისტოდან – 19 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

 

დამატებით ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64;

საკონტაქტო პირი: ნონა დარსაველიძე

ტელეფონი: 0431251330;

ელ-ფოსტა: [email protected]

 

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content