კერძო და საჯარო სექტორის პარტნიორობა განათლების და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად უმნიშვნელოვანესია

შრომის თანამედროვე ბაზარი  ტექნოლოგიების დანერგვის და განვითარების მზარდი ტენდენციებით გამოირჩევა, რაც დინამიკაში, არა მხოლოდ თვისებრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნით არამედ, არსებულ სამუშაო ადგილებზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებებითაც გამოიხატება. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელთა უნარჩვევებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  ადამიანური რესურსის პროდუქტიული მართვის კუთხით.

უკანასკნელ წლებში ეკონომიკურ სფეროში მიღწეული ზრდისა და განათლების კუთხით დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ადამიანური კაპიტალის მაჩვენებელთა შემცირება და უმუშევრობა კვლავაც ერთერთ ყველაზე მწვავე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად და აქტუალურ გამოწვევად გვევლინება.

ადამიანური კაპიტალის (რომელიც ახალი პროდუქტების, ინოვაციების შექმნის წყაროს წარმოადგენს და დღესდღეობით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელია საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში) განვითარების და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული დასაქმების სისტემების დანერგვისთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება  შრომის ბაზრის ძირითად აქტორებს შორის, კოორდინირებულ თანამშრომლობას.

კერძოდ, მნიშვნელოვანია დასაქმების პოლიტიკის გადააზრება, რათა  დასაქმების ეფექტიანი სერვისების განვითარებისას მეტი ყურადღება დაეთმოს მონაწილე მხარეების საჭიროებებს.

შრომის ბაზარზე სტრუქტურული შეუსაბამოების შემცირება და პროდუქტიული დასაქმება მეტწილად დამოკიდებულია პროფესიული სტანდარტების შემუშავება/განახლების, მოთხოვნადი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებული მოდულური სასწავლო პროგრამების განხორციელებაზე, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია  სექტორთა შორის თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობების გადანაწილების გარეშე.

დასაქმების სააგენტოს პროგრამების განხორციელებას წინ უძღვის ამა თუ იმ ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანიების საჭიროებათა კვლევა, სადაც არამხოლოდ მოთხოვნადი პროფესიული მიმართულების იდენტიფიცირება ხდება, არამედ იმ შედეგებისაც, რომლის მიღწევაც კომპანიაში დასაქმების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კომპანია პროფესიული სწავლების განხორციელების ყველა ეტაპზე ღებულობს აქტიურ მონაწილეობას – ეს იქნება სასწავლო მოდულის შემუშავება, თეორიული და პრაქტიკული სწავლება თუ შეფასება პროფესიული სასწავლებლის ჩართულობით. აღნიშნული მიდგომა მაღალი შედეგიანობით (კურსდამთავრებულთაგან 75% ზე მეტი დასაქმებულია) გამოირჩევა და უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული საკვალიფიკაციო მოთხოვნათა შესაბამისად მოვახდინოთ პროფესიული უნარების შეძენა ამაღლების მსურველ პირთა მომზადება ან/და გადამზადება.

ცალკე აღსანიშნავია სექტორული თანამშრომლობის წლევანდელი მაგალითი, რომელმაც  რეგიონულ ბაზარზე არსებული მოთხოვნათა საფუძველზე თვისებრივად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან თანამშრომლობით, განხორციელდა “შენობა ნაგებობის ტექნიკური მართვის სპეციალისტის“ პროფესიული სწავლება. “ჰაუსმასტერის“ პროფესიული მომზადების კურსი შემუშავებული იყო, ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), ჰანზას პარლამენტთან (HP) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ აფხაზეთთან (CHCA) ერთობლივად გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში. ახალი პროფესიული სასწავლო კურსი თავის თავში აერთიანებდა ისეთ კომპეტენციებს, როგორიცაა – უსაფრთხოება, გათბობის, კონდიცირებისა თუ ვენტილაციის სიტემათა ტექნიკური პროცესების კონტროლი; საქმისწარმოება, ანგარიშგება, და აშ., რომლის საჭიროებაც მოიტანა რეგიონში აპარტ ოტელებისა თუ საცხოვრებელი კორპუსების არსებულმა  მშენებლობის ტემპმა.  სწავლებაში ჩართული იყო როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი, რაც ახალი პროფესიული მიმართულების აქტუალურობაზე, საჭიროებასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაქმების სტრუქტურული გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ადამიანური კაპიტალის სიმწირე და დაბალ პროდუქტიულობაა. შესაბამისად, ადამიანური რესურსების გამოყენებისა და ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფად მნიშვნელოვანია დასაქმების აქტიური პოლიტიკის განხორციელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს შრომის ბაზრის სტრუქტურის სრულყოფა, სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური თანაფარდობის მიღწევა და დასაქმების სააგენტოს ფუნქციონირების გაუმჯობესება.

სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ შეიქმნა რეგიონული შრომის ბაზრის განვითარების მრჩეველთა საბჭო, რომელიც სააგენტოს სათათბირო ორგანოა და აერთიანებს სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო დაწესებულებების; თემატური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიულ ასოციაციებს. საბჭო მოქნილი ინსტრუმენტი იქნება და ხელს შეუწყობს უწყებათაშორისი კოორდინაციისა და მრავალსექტორული სოციალური დიალოგის საფუძველზე, დასაქმების სისტემებისა და მექანიზმების განვითარებას.

 

თემურ კახიძე, აჭარის ა/რ დასაქმების სააგენტოს დირექტორი

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content