„თუ სურვილია შესაძლებლობაც ჩნდება. იმოქმედეთ, იბრძოლეთ და რაც მთავარია შემოიკრიბეთ ირგვლივ ადამიანები, რომლებიც დაგაჯერებენ რომ ყველაფერი გამოგივა“
ნინო ციბაძე ამჟამად კლინიკაში რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობს.
პროფესიით ჟურნალისტი ვარ. წლების მანძილზე ორი შვილის აღზრდით ვიყავი დაკავებული. დიასახლისობა კი უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს. იმ ეტაპზე ვთვლიდი რომ სამსახურის და ოჯახური პასუხისმგებლობების შეთავსება გამიჭირდებოდა. თუმცა ადამიანები სოციალური არსებები ვართ და ერთ დღესაც გავაანალიზე, რომ საქმიანი ურთიერთობები ჰაერივით მჭირდებოდა.
როცა პირველად დასაქმების ცენტრში მივედი დაბნეული ვიყავი. არ ვიცოდი რა სფეროში მომესინჯა საკუთარი თავი. ერთი რამ, რაც დანამდვილებით მსურდა, ისეთი სამუშაო გარემოს აღმოჩენა იყო, სადაც ახალ უნარებს შევიძენდი და პროფესიულად გავიზრდებოდი. კონსულტანტებთან გასაუბრების შედეგად შედგა ჩემს უნარებსა და შესაძლებლობებზე მორგებული ინდივიდუალური შეფასების გეგმა. გამოიკვეთა კარიერული ორიენტაციის ტრენინგის გავლის საჭიროება. თანმიმდევრულად გავიარე ყველა ეტაპი. დასაქმების კონსულტანტები არა მხოლოდ სამუშაოს პოვნაში და უნარების გაძლიერებაში მეხმარებობდენ, არამედ ჩემში გარდამტეხი ცვლილებები მოახდენეს. შიშები თითქოს სადღაც გაქრა. გამიჩნდა შეგრძნება რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავდი და გავიმარჯვებდი. ასეც მოხდა. დღეს კლინიკაში ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთ რეგიონალური ცენტრი“ რეგისტრატორის პოზიციაზე ვმუშაობ. მიყვარს ხალხთან კომუნიკაცია და დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები დაკისრებულ მოვალოებებს. კლინიკამ მომცა შესაძლებლობა სტაჟირება გამეარა პროფესიონალ მენტორებთან, რაც წარმატებულ მუშაობაში მეხმარება.
ვფიქრობ, დასაქმების ცენტრი ყველაზე კარგი შესაძლებლობაა სამუშაოს მაძიებელმა იპოვოს სასურველი სამსახური. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც საკუთარი თავის პოვნაა და შინაგანი ცვლილებები, რომელიც ცხოვრებას უკეთესობისკენ აბრუნებს.