17– 18 თებერვალს, ქალაქ ფოთში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს წარმომადგენლებისთვის თემაზე: „ციფრული მარკეტინგი“ ტრენინგი გამართა.
ტრენინგზე, მსმენელებს საშუალება ჰქონდათ შეესწავლათ ისეთი თემები, როგორებიც არის სოციალური მედიის როლი ბიზნესის მართვის პროცესებში, სოც. ქსელების გვერდების გამართვა და მართვა, მედია კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ქოფირაითინგისა და ვიზუალიზაციის სპეციფიკების შესწავლა და სხვა. ტრენინგს მოწვეული ტრენერები თეიმურაზ სახელაშვილი და გიორგი ჩაჩუა უძღვებოდნენ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.