14 მარტს , ჭიათურაში ,მულტიფუნქციურ ცენტრში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ისწავლე დასაქმებისთვის“ ფარგლებში თემატური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სექტორთა შორის თანამშრომლობა განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული პრობლემების დასაძლევად, მიმდინარე გამოწვევებსა და მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზე მსჯელობა. პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (TEDEC), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსთან (EAARA), ფონდთან „აფხაზინტერკონტი“ (AIC) და ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტთან (ICI) ერთად, ევოროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ექვს რეგიონში – იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ახორციელებს
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა არის მნიშვნელოვანი რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ. სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,