განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით, ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბიროს წევრებისთვის გაიმართა მორიგი ვორკშოფი თემაზე „მოხალისეობის კულტურა საქართველოში: ახალგაზრდული მოხალისეობა, როგორც სოციალური კაპიტალი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა სათათბიროს წევრების ცნობიერების ამაღლება მოხალისეობის, როგორც კულტურის, ევროპული საგანმანათლებლო პროგრამების (XIX XX-ის საქართველოში) და ახალგაზრდული მოხალისეობის მნიშვნელობის შესახებ. მონაწილეება იმსჯელეს მოხალისეობის მნიშვნელობაზე განათლების სფეროში, ორგანიზაციების მოღვაწეობაზე ამ კუთხით და ახალგაზრდების როლზე მოხალისეობის სერვისების განვითარების საქმეში. ვორკშოფის მუშაობას ჟურნალისტი გოდერძი შარაშია უძღვებოდა.
ვორკშოფი ორგანიზებული იყო განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.