ამბროლაურში მოსახლეობის ფორუმი გაიმართა

2023 წლის 30 მაისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC), ფონდ აფხაზინტერკონტისა (AIC) და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით,   ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლაში, მოსახლეობის ფორუმი გაიმართა, რომელიც 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვასა და დაგეგმვას მიეძღვნა.

მოსახლეობის ფორუმის ორგანიზებას წინ უძღვოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენელთა მომზადება ფორუმის საორგანიზაციო და ფასილიტაციის ტექნიკებში. ღონისძიების მსვლელობაში 100–ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი მონაწილეობდა. ფორუმის მონაწილეებმა შეაფასეს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინიცირებული პროგრამები და წარადგენეს წინადადებები ცვლილებებთან დაკავშირებით.

მოსახლეობის ფორუმის სამუშაო მიმართულებები იყო: ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება, სოციალური დაცვა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, სპორტი, ახალგაზრდობა და გარემოს დაცვა.

ფორუმის დასრულებისთანავე, საორგანიზაციო კომიტეტი განიხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მოამზადებს რეკომენდაციების დოკუმენტს და წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად. 

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, მოეწყობა საანგარიშგებო ფორუმი, სადაც მუნიციპალიტეტის მერი მოსახლეობას 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს  გააცნობს.

ფორუმი ორგანიზებული იყო პროექტის: „მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით“ ფარგლებში, რომელსაც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content