კონკურსი – ექსპერტი – მოხალისეობრივი საქმიანობა საქართველოში და ევროპაში

  1. შესავალი

არასამთავრობო ორგანიზაცია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი 2008 წელს დაარსდა და მისი მისიაა ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და დასაქმების სფეროში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, პრობლემების გადაწყვეტის მდგრადი მოდელების შექმნა, განხორციელება და დანერგვა.

 

2021 წლიდან ორგანიზაცია ახორციელებს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა (STAR):  მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

პროექტს სამი კონკრეტული ამოცანა აქვს:

  1. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის საჭირო სამართლებრივი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის, სახელმწიფო დაფინანსების გამჭვირვალობა და არასახელმწიფო დაფინანსების გამრავალფეროვნება, ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კულტურის პოპულარიზაცია.
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მათ სამიზნე აუდიტორიას შორის კავშირების გამყარება, მათ შორის, სამოქალაქო ღირებულებების პოპულარიზაცია, საზოგადოების სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა და საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული საქმიანობის წახალისება.
  3. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება და სამოქალაქო სექტორის ინსტიტუციური გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ზედამხედველობისა და ადვოკატირების  თვალსაზრისით.

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

„სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ემყარება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” (CSSIGE 2017-2020) განხორციელების პროცესში მიღებულ ცოდნასა და  გამოცდილებას.

 

პროექტის ერთ–ერთ აქტივობას მოხალისეობის თემაზე პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება წარმოადგენს, (3.2.2 პოლიტიკის დოკუმენტი (მოხალისეობაზე) – მოხალისეობრივი საქმიანობა  საქართველოსა და ევროპაში: შედარებითი ანალიზი, (3.2.2 Policy Paper (on Volunteerism) Voluntary Work in Georgia and Europe: Comparative Analysis რომელიც მოიცავს  მოხალისეობრივი საქმიანობის შედარებით ანალიზს და რეკომენდაციებს საქართველოსთვის, სფეროს განვითარებისთვის.

 

დოკუმენტის მკითხველები და ადრესატები იქნებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და გადაწყვეტილების მიმღები სხვა საჯარო ინსტიტუციების, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს, აკადემიური სფეროს, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციების, ბიზნეს და მედია სექტორის, მუნიციპალიტეტების შესაბამისი ორგანოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები, აგრეთვე სფეროს ექსპერტები და საკითხით დაინტერესებული სხვა  პირები.

 

დოკუმენტის მიზანი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებთა და საკითხით დაინტერესებულ პირთა ინფორმირება მოხალისეობასთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, კერძოდ:

  • მოხალისეობის განვითარების ისტორია და გამომწვევი მიზეზები, კონკრეტული სამიზნე ქვეყნების მაგალითზე;
  • მოხალისეობის განვითარების ხელშემწყობი ძირითადი მექანიზმები;
  • მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები;
  • გამოწვევები და ბარიერიები: პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და საზოგადოებრივი;
  • მოხალისეობის ეკოსისტემის ძირითადი ელემენტები;
  • სახელმწიფო, კერძო სექტორის და სხვა აქტორების როლი მოხალისეობის განვითარებაში;
  • წარმატებული მაგალითები.

 

აღნიშნული დოკუმენტი ხელს შუწყობს შესაბამისი უწყებების მიერ მოხალისოების პოპულარიზაციის,  განვითარების პროგრამების და/ან საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას.

 

დოკუმენტი უნდა დაეფუძნოს პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას „ფილანტროპია და მოხალისეობრივი საქმიანობა – საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო“, საქართველოს კანონს მოხალისეობის შესახებ, 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას, ხედვას 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ (საქართველოს მთავრობის დადგენილება #517 2022 წლის 3 ნოემბერი), „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026-ისა“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას (საქართველოს მთავრობის დადგენილება #606, 2022 წლის 29 დეკემბერი) სტრატეგიული მიზანი 4: ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, ამოცანა 4.2 მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა, მოხალისეობის მიმართულებით შემუშავებულ ან/და დამტკიცებულ სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტებს, ევროპის 2 ქვეყნის მოხალისეობის ეროვნულ სტრატეგიებს და პრაქტიკის დოკუმენტებს, გაეროს ახალგაზრდული სტრატეგიას (ახალგაზრდობა − 2030), ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის სტრატეგია − 2030-ს.

დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ღირებულ  დასკვნებს და რეკომენდაციებს: ხარისხიანი და მრავალფეროვანი მოხალისეობრივი პროგრამების განვითარებისა და განხორციელების ხელშემწყობი შესაძლებლობებისა და რესურსების, ეკოსისტემის, მოხალისეობის სერვისების, მოხალისეების პოტენციალის რეალიზების და აღიარების, მოხალისეობის როგორც სოციალური კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობის, ცენტრალურ და მუნიციპალიტეტების დონეებზე მოხალისეობის მართვის სრულყოფის შესახებ.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს ესაჭიროება ექსპერტი, რომელიც მოამზადებს მოხალისეობის თემაზე საუკეთესო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის დოკუმენტს.

 

  1. ტექნიკური დავალების მიზანი

 

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია შეარჩიოს ექსპერტი, რომელიც საქართველოს და  ევროპის 2 ქვეყნის [1] მაგალითზე აღწერს და გაანალიზებს:

  • მოხალისეობის განვითარების ისტორიას და გამომწვევ მიზეზებს კონკრეტული სამიზნე ქვეყნების მაგალითზე;
  • მოხალისეობის განვითარების ხელშემწყობ ძირითად მექანიზმებს;
  • მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს;
  • გამოწვევებს და ბარიერიებს: პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და საზოგადოებრივი;
  • მოხალისეობის ეკოსისტემის ძირითად ელემენტებს;
  • სახელმწიფო, კერძო სექტორის და სხვა აქტორების როლს მოხალისეობის განვითარებაში;
  • წარმატებულ მაგალითებს;
  • განსაზღვრავს ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას და სამუშაო ფორმატს;
  • დაესწრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, წარადგენს ინფორმაციას განხორციელებული საქმიანობების შესახებ და მიიღებს უკუკავშირს;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების, ფოკუს-ჯგუფების ორგანიზებას მოხალისეობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან, უწყებებთან და საკითხით დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ჩამოაყალიბებს მკაფიო, საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტის შესაბამის რეალისტურ დასკვნებს და რეკომენდაციებს.

 

  1. კონკრეტული დავალება

 

  • სამაგიდე კვლევის ჩატარება და შემდეგი დოკუმენტების გაანალიზება:
  • სამოქალაქო საზოგადოების ინსტუტუტის კვლევა „ფილანტროპია და მოხალისეობრივი საქმიანობა – საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო“;
  • საქართველოს კანონი „მოხალისეობის შესახებ“;
  • 2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფცია;
  • საჯარო ინსტიტუციების მიერ მომზადებული ან/და დამტკიცებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც მოიცავს მოხალისეობის საკითხებს;
  • „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას (საქართველოს მთავრობის დადგენილება #606, 2022 წლის 29 დეკემბერი) სტრატეგიული მიზანი 4: ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში, ამოცანა 4.2 მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა;
  • 2020 ახალგაზრდების საჭიროებების, გამოწვევების, ინტერესებისა და რესურსების კვლევა;
  • 2021 ახალგაზრდობის საჭიროებები და გამოწვევები მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე https://rb.gy/kig4x
  • რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევებს;
  • Caucasian Research Resource Center (studying the civil participation of the Georgian population, the level of volunteering and relevant attitudes);
  • Implementation of youth policy at the local level: Imereti and Tbilisiი. (2020). Fridrich Ebert Foundation;
  • Citizenship, National Curriculum for elementary level, 2018-2024 Sector consultations on youth volunteering issues, 2020;
  • Plan of action to integrate volunteering into the 2030 Agenda for Sustainable Development Association Agreement https://eacea.ec.europa.eu/national-policies/en/youthwiki;
  • გაეროს ახალგაზრდულ სტრატეგიას (2030);
  • ევროკავშირის ახალგაზრდულ სტრატეგიას (2019-2027);
  • ევროპის ქვეყნების მოხალისეობის ეროვნულ სტრატეგიებს;
  • მოხალისეთა პროგრამებს.
    • დაინტერესებულ მხარეებთან (ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამოქალაქო, ბიზნეს და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები) შეხვედრების ორგანიზების შედეგად შეგროვებული ინფორმაციების დამუშავება და ანალიზი (საჭიროების შემთხვევაში);
    • მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ხარისხიანი და მრავალფეროვანი საუკეთესო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის დოკუმენტის მომზადება.

 

  1. მეთოდოლოგია

 

  • კონსულტაცია, ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები, მჭიდრო კომუნიკაცია პროექტის გუნდთან, სამაგიდე კვლევა, ანალიზი;
  • დოკუმენტის შემუშავების ყველა ეტაპი უნდა წარმართოს პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად და უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან;
  • დოკუმენტის წერის დროს გამოყეებული სტილი უნდა იყოს ანალიტიკური, ავტორის ტონი – დაბალანსებული და ნეიტრალური;
  • ექსპერტმა უნდა წარმოადგინოს საკითხის საკუთარი დასაბუთებული ანალიზი, ასევე თავი უნდა შეიკავოს სპეკულაციისგან (მოარული ხმებისა და დაუსაბუთებელი ინფორმაციის ფაქტებად გასაღება);
  • დოკუმენტის წერისას არ უნდა იქნას გამოყენებული აკადემიური ან სხვა ტიპის ჟარგონი, კლიშეები და ევფემიზმები;
  • დოკუმენტის შემუშავებისას გამოყენებულ უნდა იქნეს წარმოდგენილი ტერმინთა განმარტება;
  • დოკუმენტის თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი.
  • ექსპერტის მიერ წარმართული ჯგუფური და ინდივიდუალური შეხვედრები, უნდა წარიმართოს მასში ჩართული მხარეების ინტერესების გათვალისწინებით (შეხვედრის ფორმატი, დრო, გარემო, ადგილი).

 

  1. პროდუქტი

 

საუკეთესო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის დოკუმენტი, უნდა შეეხებოდეს ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებული, ხარისხიანი და მრავალფეროვანი მოხალისეობრივი პროგრამების განვითარების, განხორციელების ხელშემწყობი შესაძლებლობებისა და რესურსების შექმნის ანალიზსს, უნდა მოიცავდეს მოხალისეობის პოპულარიზაციის, აღიარების და მხარდაჭერის მექანიზმის, მოხალისეობრივი პროგრამების მართვის, სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების, ეკონომიკური სარგებლის და სხვა თემასთან კავშირში მყოფი პრობლემების აქტუალობას.

 

მკითხველისთვის ადვილად გასაგები უნდა იყოს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მოცემული საკითხების გაანალიზება და მისი წაკითხვა. ანალიზი უნდა იყოს ორიგინალური და ექსკლუზიურად შეთავაზებული მკითხველისთვის.

 

საუკეთესო პრაქტიკის შედარებითი ანალიზის დოკუმენტის მომზადებისას დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:

  • სათაური: მოკლე, ინფორმაციული და უნდა შეესაბამებოდეს დოკუმენტის შინაარსს. სათაურმა უნდა აღძრას მკითხველის ინტერესი.
  • სტრუქტურა და შინაარსი:

სათაურის გვერდი: პროექტის დონორი და განმხორციელებელი ორგანიზაციების ლოგოები, პროექტის სათაური, ავტორის/ავტორების სახელს და გვარს, თარიღს.

ინფორმაცია ავტორის შესახებ: უნდა შეიცავდეს ავტორის/ავტორების პროფესიას და ინფორმაციას წინა რელევანტური გამოცდილების, განათლებისა და სამუშაო პოზიციების შესახებ.

სარჩევი: ეს გვერდი უნდა შეიცავდეს  დოკუმენტის შინაარსობრივი ნაწილების ჩამონათვალს გვერდების მითითებით.

მოკლე შეჯამება: მოკლე შეჯამება (და საკვანძო სიტყვები) წინ უნდა უსწრებდეს ძირითად ტექსტს.  დოკუმენტი უნდა დაიწყოს მოკლე შეჯამებით, რომელიც წარმოადგენს დოკუმენტის მიზნისა და რეკომენდაციების მოკლე მიმოხილვას.

შესავალი: უნდა იყოს ინფორმაციული და  აღწეროს კონტექსტი, შესავალი ასევე შესაძლოა შეიცავდეს მეთოდოლოგიის მოკლე აღწერასაც (რეკომენდებულია პირველადი მონაცემების გამოყენება).

ძირითადი ნაწილი/ანალიზი: უნდა შეიცავდეს მოხალისეობის განვითარების ისტორიას  და გამომწვევ მიზეზებს საქართველოს და ევროპის ქვეყნების (2 ქვეყანა) მაგალითზე; მოხალისეობის განვითარების ხელშემწყობ ძირითად მექანიზმებს; მოხალისეობის ხელშემწყობ პროგრამებს; გამოწვევებს და ბარიერიებს: პოლიტიკური, სამართლებრივი, ფინანსური და საზოგადოებრივი; მოხალისეობის ეკოსისტემის ძირითად ელემენტებს; სახელმწიფო, კერძო სექტორის და სხვა აქტორების  როლს მოხალისეობის განვითარებაში; წარმატებულ მაგალითებს.

დასკვნა და რეკომენდაციები: რეკომენდაციები, როგორც წესი, მოცემული უნდა იყოს ტექსტის ბოლოს, შემაჯამებელ ნაწილთან ერთად. თუ შესაძლებელია, რეკომენდაციები უნდა დაიყოს მცირე ზომის ნაწილებად გადაწყვეტილების მიმღები პირების ან თემატური საკითხების მიხედვით. დაყოფის შემთხვევაში, რეკომენდაციების თითოეული ნაწილი უნდა შეიცავდეს მინიმუმ სამ პუნქტს. რეკომენდაციების ნაწილში წარმოდგენილი თითოეული პუნქტი უნდა გამომდინარეობდეს საერთაშორისო გამოცდილებაზე და საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული ანალიზიდან.

ენა და მოცულობა: დოკუმენტი უნდა მომზადდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე. მისი სრული მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 40 გვერდისა.

წყაროების მითითება: წყაროები მიეთითოს ჩიკაგოს სტილით (ტექსტში ჩართული ციტირება და ბიბლიოგრაფია ნაშრომის ბოლოში).

 

  1. ძირითადი მოთხოვნები

 

  • აქვს საკმარისი ცოდნა და დადასტურებული გამოცდილება მოხალისეობის გარემოსა და პოლიტიკის სფეროში;
  • აქვს საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება და ესმის ეროვნული და საერთაშორისო  კონტექსტი;
  • არის ორგანიზებული, სანდო და შეუძლია წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული საქმიანობების შესრულება;
  • აქვს კარგი კომუნიკაციის და ფასილიტაციის უნარები, შეუძლია ეფექტიანი კომუნიკაცია როგორ პირისპირ ისე დისტანციურ ფორმატში;
  • შეუძლია ვალდებულების აღება ტექნიკური დავალებით დაკისრებული ვალდებულებების ამავე დავალდებით განსაზღვრულ ვადებში შესრულება;
  • ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს მაღალ დონეზე.

 

დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს:

 

  • CV, სადაც აღწერილია კანდიდატის სამუშაო გამოცდილება (მათ შორის მოხალისეობის და ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილების შესახებ); მითითებულია ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც დაადასტურებენ კანდიდატის, ტექნიკური დავალებით მოთხოვნილი საქმიანობების შესრულების გამოცდილებას;
  • სამოქმედო გეგმა;
  • შესასრულებული სამუშაოს ღირებულება (მითითებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში (ლარი) და უნდა მოიცავდეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს).

 

  1. ტექნიკური დავალების ხანგრძლივობა

2023 წლის ივლისი-დეკემბერი

 

დავალებების შესრულებისთვის შემოთავაზებული განრიგი შემდეგია:

 

აქტივობა/თვეივლაგვსექტოქტნოემდეკ
სამაგიდო კვლევა და დოკუმენტების გაანალიზებაXX    
სამუშაო ჯგუფის წევრების განსაზღვრა ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით (ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სახელისუფლებლო სტრუქტურების, ბიზნესის და მედია სექტორის წარმომადგენლები და სხვა)  XX  
შეხვედრები სამუშაო ჯგუფის წევრებთან – კონსულტაცია, დოკუმენტის სამუშაო და საბოლოო ვერსიების წარდგენა და უკუკავშირის მიღება  XXX 
შეგროვებული ინფორმაციების დამუშავება და ანალიზი  XXXX
მოხალისეობის თემაზე საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის დოკუმენტის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე     X
მომზადებული დოკუმენტის წარდგენა/პრეზდენტაცია     X

 

  1. შერჩევის პროცედურა

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ მონაწილეს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  1. კვალიფიკაცია – 30 ქულა;
  2. მსგავსი ტიპის დოკუმენტზე მუშაობის გამოცდილება – 30 ქულა;
  3. მომსახურების ღირებულება – 20 ქულა;
  4. კონცეპტუალური ხედვა დოკუმენტის მომზადებასთან დაკავშირებით  – 20  ქულა;

განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2023 წლის 12 ივნისიდან – 3 ივლისის ჩათვლით, 15:00 საათამდე, ელ ფოსტის მისამართზე [email protected] სათაურში მიუთითეთ „ექსპერტი“

შერჩევას მოახდენს პროექტის გუნდი, რომელიც დაუკავშირდება მხოლოდ ინტერვიუსთვის შერჩეულ პრეტენდენტებს.

  1. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით:

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი

ქ. ქუთაისი, ინგოროყვას ქ. 64; ტელ: 0431 251330

საკონტაქტო პირი: ილია ნაცვალაძე

ტელეფონი: 577780406

ელ-ფოსტა: [email protected]

[1] ევროპის ქვეყნები შერჩეული უნდა იქნას საპროექტო გუნდთან ერთად (ირლანდია, მალტა, ბელგია, გერმანია)

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოხალისეობა  არის მნიშვნელოვანი  რამ, რასაც ადამიანები ყოველდღიურად უნდა აკეთებდნენ.  სწორედ ეს იყო მოტივაცია დაგვეწერა პროექტი და მონაწილეობა მიგვეღო მცირე საგრანტო კონკურსში,
კონკურსში მონაწილეობა  იყო უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს მიეღოთ ინფორმაცია მოხალისეობრივ საქმიანობაზე, ამასთან, კონკურსი საშუალებას გვაძლევდა ჩვენი თემის წევრები მეტად გაგვეაქტიურებინა და გაგვეზარდა მათი ჩართულობა საზოგადოებრივ
ჩვენ ვართ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის,,ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ლიდერი-მოხალისეები. ჩვენი საინიცივატიო ჯგუფი ემსახურება მოხალისეობრივი საქმიანობის განვითარებას და იმ ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთა მოხალისეობის ისტორია წლებს
Skip to content