2023 წლის 20 ივნისს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში, სოციალური ინკლუზიის ცენტრში პროექტის: პროექტის „სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო მოწვეული სტუმრებისთვის პროექტის შედეგებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა
შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) წარმომადგენლები, რათა ადგილზე გაეცნობოდნენ იმ სამუშაოებს და შედეგებს რაც პროექტის ფარგლებში იყო დადგეგმილი.
შეხვედრა გაიმართა პროექტის:„სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში – ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) მიერ და მას განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.
2023 წლის სექტემბრიდან, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს 6–დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გააერთიანებს.
ცენტრის მომსახურება ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის საჭიროებებზე დაფუძნებული პროგრამების შეთავაზებას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, შშმ ბავშვთა ინკლუზიური განათლებაში ჩართვის ხელშეწყობას, ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ორგანიზებას და ორჯერად კვებას.