28 ივნისს, ზუგდიდში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით, ფოთში მცხოვრები მცირე საწარმოების წარმომადგენელთათვის სასწავლო ვიზიტი მოეწყო. ვიზიტის ფარგლებში მცირე მეწარმეებს, შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ზუგდიდში მოქმედ საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ადგილზე ენახათ მათი საწარმოები, გაეზიარებინათ გამოცდილება და მიეღოთ რჩევები, მომავალში კავშირების გაღრმავების და წარმატებული თანამშრომლობის მიზნით. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მადლობას უხდის მასპინძელ კომპანიებს: საკონდიტროს „ზოის ტორტები“, ქართული კერამიკის სახელოსნოს „ორკოლ სტუდია“, სახელოსნოებს: „მიქე”, „რა ვაჩუქო” და „ციცისგან“, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „ფოთში მოქმედი მცირე და საშუალო წარმოების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთი-ს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოთში პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.