აუდიტორიას ასევე მიეწოდა ინფორმაცია პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებში სპეციალურ განათლებასთან დაკავშირებული ახალ აკადემიურ კურსების/მოდულების და მოკლე სატრენინგო პროგრამების შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეგოთ მეტი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ ქსელში გაწევრიანებისთვის, რომელიც სკოლების, უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთანამშრომლობით ფუნქციონირებს.
პროექტი „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ერაზმუს + Capacity Building in Higher Education (CBHE) მხარდაჭერით 2020 წლიდან ხორციელდება. მის განხორცილებას კოორდინაციას უწევს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრი.
პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ადგილობრივი და უცხოური უნივერსიტეტები (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; Transilvania University of Brașov (UTBv); Univerzita Palackeho v Olomouc (PUO); UNIVERSITY OF WARSAW (UW), Philipps-Universität Marburg, (UMR)) და შეზღუდული შესაძლებლობის თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები (განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), მარიანი, მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის).